თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვარიდან 5 კილომეტრში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა.
არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10 ადამიანამდეა.
ამასთან დაკავშირებით, რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.
იტვირთბა....