ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: დაახლოებით ორი კვირა იყო ცნობილი, რომ ISFED-ის კვლევაში შეცდომა არსებობს და ჩვენ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გავიგეთ ამაზე

„როგორც მივხვდი, დაახლოებით ორი კვირა იყო ცნობილი, რომ შეცდომა არსებობს და ჩვენ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გავიგეთ ამაზე, – ამის შესახბ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ირგვლივ განვითარებულ მოვნენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცამ ფორმულაში შეცდომა დაუშვა.

​„პრინციპში, ტექნიკური შეცდომები ყველამ შეიძლება, დაუშვას. მგონი, მთავარი პრობლემა „ისფედში“ იყო ის, რომ თვითონ არ გადადგა და უფრო ადრე არ გამოაცხადა შეცდომის თაობაზე. როგორც მივხვდი, დაახლოებით ორი კვირა იყო ცნობილი, რომ შეცდომა არსებობს და ჩვენ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გავიგეთ ეს შეცდომა. ეს იყო პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცამ ფორმულაში შეცდომა დაუშვა, ამიტომ იმ დღესვე რომ სცოდნოდა და იმ დღესვე თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ, არც შევიმჩნევდით ამას, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებდით „ისფედის“ კვლევას, როგორც ერთ-ერთ არგუმენტს, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის ძირითადი არგუმენტი, ამიტომ ამ არგუმენტის გარეშეც ვიცხოვრებდით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 24 დეკემებერს, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე გადადგა.

მანადე კი, 11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).

განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.

იტვირთბა....