ტელეკომპანია „POSTV-ის“ მთავარი პროდიუსერი შალვა რამიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერ ნოდარ მელაზეძე წერს.
როგორც რამიშვილი წერს, ნოდარ მელაძე ლაშა ნაცვლიშვილის სახელით ურეკავს მას რომლის მიზანია, ამხილოს, რომ “ქართული ოცნებიდან” იმართებიან.
„ნავიჩოკის გარეშე სისხლმოწამლულ ნოდარა მელაძეს, ამ ქვეშაჯვია ფილდკომანდერს, რაღაც ხმის და ნომრის შეცვლის პროგრამა დაუთრევია და ლაშა ნაცვლიშვილის სახელით რეკავს ჩემთან, “პოსტვში“. ჩემო მიშასგან მართულს – სურს „გვამხილოს“, რომ ოცნებიდან ვიმართებით.
ბიჭო, ბლექნოდარა, ეგეთები გაუკეთე პატარა ჭუტას. იქნებ ამ ცრუს ცალკე ტელევიზია გამოვუყოთ, სადაც მსგავს იაფასიან ხრიკებს ჩაატარებს! მაგრამ კი აქვს უკვე ასეთი ტელევიზია – ყველასგან ცალკე, ყველასგან გარიყული „КОЗЛЯТНИК”, – წერს შალვა რამიშვილი.