ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, პარლამენტი ახალ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობს” – სერგეენკო

პარლამენტის შესაბამისი კომიტეტს უკვე მუშაობს ახალ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ქვეყანაში მედიკამენტების ფასების დარეგულირებას ითვალისწინებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავვით სერგეენკომ “იმედის” ეთერში განაცხადა.

„პანდემიის დროს, ზოგადად, სამედიცინო სექტორის დატვირთვის გამო, პრევენციულ სერვისებსა და პირველად ჯანდაცვასთან მიწვდომადობა მცირდება. უმეტესწილად, აქცენტი გადატანილია პანდემიაზე. ამიტომ, ალბათობა, სიმძიმე და სიხშირე არაგადამდები დაავადებებისა გაიზრდება, ამის მკურნალობა ადრეული აღმოჩენის გარდა, არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც ისედაც დიდ ფინანსურ ტვირთთან იყო დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობისთვის. მილიონამდე ადამიანისთვის ეს კატასტროფული დანახარჯია. შემოსავლის 25%-ზე მეტი გადახდილი ერთ რაიმეში. ახლა ამის აქტუალურობა ჯერადობით იზრდება.

ჩვენ ბოლო საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე ახლა, პლენარულზე მივიღეთ მთავრობისგან მკაფიო დაპირება, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები იქნება.

რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტს, ისინი უკვე მუშობენ ახალ საკანონმდებლო პროექტზე და ვფიქრობ, მძლავრი პოლიტიკური ნების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....