გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 25-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
,,დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს”, – აცხადებენ სააგენტოში.