“არასერიოზული ამბავია, ეს არის სრული სიცრუე, რომელიც ემსახურება ანტივაქცინური მოძრაობის გაძლიერებას, რათა ადამიანებს უნდობლობა გაუჩინონ ვაქცინების მიმართ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ შეიწიროს კორონავირუსმა. ეს არის მიმართული ადამიანის დაღუპვისკენ, რადგან უნდობლობა ვაქცინისადმი ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანების ძალიან დიდ არმიას, ამას არ დაუჯეროთ, ვაქცინა თუ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, ღმერთმა ქნას ეს მალე მოხდეს, პირველი გავიკეთებ მე და ყველას გირჩევთ.”
ბიძინა კულუმბეგოვი- ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითიც ბრიტანული ვაქცინის რეალური შემადგენლობის შესახებ მის კომენტარს გამოეხმაურა.
კულუმბეგოვმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრიტანეთში შექმნილი ვაქცინა ე.წ. მანათობელ ცილას შეიცას, სიცრუე უწოდა, რომელიც ემსახურება ანტივაქცინური მოძრაობის გაძლიერებას.
ბოლო დროს რუსულ საიტებზე ახალი დეზინფორმაცია გამოჩნდა. ონლაინ მედიაში და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბრიტანეთში შექმნილი ვაქცინა ე.წ. მანათობელ ცილას, სახელად “ლუციფერაზას” შეიცავს