“ინფორმაცია, რისი კომენტირებაც მთხოვეს, სრული ბოროტებაა, მაგრამ ამით საშუალება მომეცა მსოფლიოში უკვე გამოყენებადი ვაქცინების (ფაიზერი, მოდერნა) შემადგენლობაზე უფრო მეტი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის.”
ბიძინა კულუმბეგოვი- ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითიც ბრიტანული ვაქცინის რეალური შემადგენლობის შესახებ მის კომენტარს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ბიძინა კულუმბეგოვმა “პრაიმტაიმთან” განაცხადა, ”ფაიზერის” ვაქცინა შეიცავს, გარდა ვირუსის რნმ ნიმუშისა, პოლიეთილენგლიკოლს, ქოლესტეროლს, კალიუმის ქლორიდს, საქაროზას,ანუ შაქარს და მონობაზისურ ნატრიუმის ფოსფატს.
კულუმბეგოვმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრიტანეთში შექმნილი ვაქცინა ე.წ. მანათობელ ცილას შეიცას, სიცრუე უწოდა, რომელიც ემსახურება ანტივაქცინური მოძრაობის გაძლიერებას.