კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფა უკვე გადაწყვეტილია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
გიორგი გახარია აცხადებს, რომ სამინისტროს ცალკე გამოყოფა თებერვლის თვეში მოხდება.
“ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც ადრე იყო, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია საკანონმდებლო პროცედურებზე, სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ თებერვალს არ გადასცდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს, 24 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას გახარიას ამ განაცხადს დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოყვა.