სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმრავლესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.
კოვიდცენტრში საერთო ჯამში 293 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 121 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.
ამასთან, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის რვა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება სენაკის კლინიკა „სენამედს“ აქ მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.