ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზი ისაკაძე გამყრელიძეს ანტიქრისტეს ტახტის მომზადებაში ადანაშაულებს”

დეკანოზ, დავით ისაკაძე სოციალურ ქსელში  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შესახებ წერს.

ისაკაძე აღნიშნულ პოსტში ამირან გამყრელიძესა და მის კოლეგიას ანტიქრისტეს ტახტის მომზადებაში ადანაშაულებს.

დეკანოზის ამ მოსაზრების შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომელსაც “მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ.

„ეს ვირუსი, რომელსაც კოვიდ-19 უწოდეს, არის ხელოვნურად შექმნილი. ამაზე ღიად არაერთი, მსოფლიოს სახელგანთქმული, მეცნიერები საუბრობენ.

ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი და არ მალავენ თვით ავტორები. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის შესამცირებლად ხდება.

რაც შეეხება მიზნებს: გარდა იმისა, რომ კონკრეტული პიროვნებები ჩანან, მილიარდერები, რომლებიც დამატებით მილიარდებს კიდევ გამოიმუშავებენ ადამიანების უბედურებაზე… ამის უკან არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომელთა მიზანი არის განსაკუთრებული.

ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა და მომზადება ანტიქრისტეს ტახტისა!

ამისთვის მათ არაერთი ორგანიზაცია დააფუძნეს, შექმნეს, ჩამოაყალიბეს და არამარტო სათავო ორგანიზაციები არსებობენ, არამედ არსებობენ ე.წ. ფილიალები, ისე როგორც ეს არის საქართველოში.

მე არ მიყვარს გვარების დასახელება, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა რომ იყოს ამასთან დაკავშირებით ვამბობ:

იმის მსგავსი ფილიალი, როგორიც აქვს გამყრელიძეს შექმნილი საქართველოში.

რადგანაც უფრო იოლია, კოორდინაცია ასეთ შემთხვევაში.

მსოფლიოში, თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავთ ასეთი გამყრელიძეები და რასაც ეტყვიან, ისინი ბუნებრივია იმას აკეთებენ.

აღარ მინდა პირადულს შევეხო, რადგანაც ასეთი პიროვნებების ქონების შესახებ უკვე არამარტო საუბრობენ, არამედ დოკუმენტალურად წერენ!“- წერს დეკანოზი.

იტვირთბა....