ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს ბევრი პრობლემა არსებობს.
კადელაკმა ქართველი ექიმების ასოციაციის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრობლემა არის პაციენტების ნაკადემის მართვისა და ექიმების ეკიპირების კუთხით, რაც სათანადოდ არ კეთდება.
“იყო ბევრი პრობლემა და რჩება ეს პრობლემები. მაგალითად: იქნება ეს ნაკადების მართვა, ჰოსპიტალიზაციის რეკორდული პროცენტი. ეს, რა თქმა უნდა, იწვევდა ისედაც გადატვირთული სისტემის არასათანადოდ გადატვირთვას. რა თქმა უნდა, ეს აგდებს მომსახურების ხარისხს და ზრდის სიკვდილიანობას.
რიგი საკითხები იყო მატერიალურ ტექნიკური კუთხით: დღესაც არ გვაქვს ადეკვატური, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებანი; ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს, მძიმე კოვიდიანი პაციენტების ნახვა საავადმყოფოებში და არ ვართ ეკიპირებული სათანადოდ,”- აცხადებს კალდელაკი.
როგორც ინფექციონისტი ამბობს, შესაძლებელი იყო, ქვეყანაში ჟანგბადის მიწოდების აპარატების ამ დრომდეც შემოეტანათ, რაც ერთ-ერთი პრობლემაა.
კანდელაკი კონტროლის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსაც ასახელებს.
“ამას გარდა, თითქოს, ახლა გვარდება, მაგრამ მაღალი ნაკადის ჟანგბადის მიწოდების აპარატების შემოტანა შესაძლებელი იყო ადრე, მითუმეტეს, მრავალთვიანი ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი გვქონდა, რაც გადაარჩენდა მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. ეს აპარატები ახლა გახდა პრიორიტეტი, როცა ეპიდემიის დაღმავალ ფრთაზე ვართ.
პრობლემები ბევრია ინფექციური კონტროლის თვალსაზრისითაც, კერძოდ იზოლაციის საშუალებები არ გვაქვს, უარყოფითი წნევის ოთახის საშუალება არ გვაქვს, დისტანცირების საშუალება არ გვაქვს. მსგავსი პრობლემებია ლაბორატორიულ მომსახურებაშიც.
ჩვენთან 25 წელია, მაგალითად, ახალი ჰოსპიტალური შტამების სამკურნალო რაიმე ეფექტიანი ანტიბიოტიკიბ არ შემოსულა, ამასობაში, ასეთი ანტიბიოტიკების 2-3 თაობა შეიცვალა დასავლეთში.
ეს ყველაფერი ჯდება ადამიანების სიცოცხლედ. მრავალი ადამიანი მარტივად გადაწყვეტადი საკითხების არგადაწყვეტის გამო დავკარგეთ,”- აცხადებს გიორგი კანდელაკი.