ფალიაშვილის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს – როგორია მისი მდგოარეობა
99
0
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 30 ქლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.