დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება შეეხო სავაჭრო ცენტრებს თუმცა მათ ამისთვის გარკვეული ახალი რეგულაციები უნდა დაიცვან.
კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე და მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. გარდა ამისა, ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
რამდემინე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს გღძელი რიგი, რომელიც „თბილისი მოლის“ შესასვლელთანაა. მომხმარებლები დილის 7 საათიდან ადგილზე მივიდნენ და ცენტრის გახსნას ელოდნებოდნენ.