საქართველოს რკინიზგა მგზავრებს მიმართავს.
„მეტრონომი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მგზავრებო!
როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლლგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.