საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარუდგინა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენილია თორნიკე რიჟვაძე;
განათლების, მეცნიერების, კლუტურისა და სპორტის მინისტრად – მაია ხაჯეშვილი;
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ნინო ნიჟარაძე;
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად კი ჯაბა ფუტკარაძე.