„ევროპის სახალხო პარტია“ ყოველთვის მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული კანონპროექტები სამართლებრივ ნორმებზეა დაფუძნებული.
„არაფერი შესაშფოთებელი არ არის. „ევროპის სახალხო პარტია“ ყოველთვის მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზმი, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, კიდევ უფრო დავამშვიდოთ, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაემართება რევიზიისთვის როგორც ვენეციის კომისიაში, ასევე ეუთო/ოდირის ფორმატში.
დარწმუნებული ვარ, რომ ხინჯი არა აქვს ამ კანონპროექტს, ვინაიდან ლოგიკურიც არის და სამართლებრივ ნორმებზეც არის დაფუძნებული, თუმცა კიდევ ერთხელ, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები იქნება საინტერესო“, – განაცხადა ვოლსკიმ.