გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან, საქართველოში, ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
ამასთანავე, უამინდობა, შესაძლოა, ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.
„ 24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე), შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს“. – აცხადებენ სააგენტოში.