ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაგავსაყრელის მიწებსაც ვერ იმეტებენ ადამიანებისთვის”- მაკა ჩიჩუა “აფრიკაში” დემონტაჟზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ჩიჩუა წერს, ადამიანებისთვის ნაგავსაყრელის მიწებსაც ვერ იმეტებენ.

“ნაგავსაყრელის მიწებსაც ვერ იმეტებენ ადამიანებისთვის, ვისაც თავშესაფარი ჭირდება… ქუჩაში გამოყრა ხალხის რომელ კანონში წერია!

რომელ კანონზე ლაპარაკობთ ! ლარად მიითვისეს მიწები … ვინც 1%-ით მაინც ამართლებს ამ უზნეო გადაწყვეტილებას სიკეთეზე, მორალზე, თანადგომაზე და სამართლიანობაზე ხმა არ ამოეღება“, – წერს მაკა ჩიჩუა.

თბილისის მერიის ინსპექციამ დღეს დილიდან აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე  თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლების დემონტაჟის პროცესი განაახლეს.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმა 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობები მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.

იტვირთბა....