მთავარი ციტატა

“ირაკლი კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება” – საბა ბუაძე

“ირაკლი კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი არ შეესაბამება არც კონსტიტუციას, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ვენეციის კომისიაში გაგზავნის დაანონსება და მსგავსი ინიციატივები მხოლოდ დროის მოგებას ისახავს მიზნად, რომ ეცადონ კიდევ უფრო მეტად შეავიწროონ ოპოზიცია, შემოიტანონ განხეთქილება ოპოზიციურ ერთიანობაში, რასაც მათ აქამდე ვერ მიაღწიეს და მომავალშიც ვერ მიაღწევენ.”

საბა ბუაძე – “ლელოს” წევრი

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

იტვირთბა....