ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ, იმ ორ საკითხზე ისაუბრა, რომელიც მან კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გაუზიარა.
როგორც ფხაკაძემ “პალიტრა ნიუსის” გადაცემაში განმარტა, მან მთავრობას ორი წინადადება შესთავაზა, რისი საშუალებითაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შემცირდებოდა, თუმცა, მისი თქმით, ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
“საკოორდინატო საბჭოზე გარდა იმისა რომ ჩემი პოზიცია იყო მკაცრი ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ასევ, მე მქონდა ორი კონკრეტული წინადადება. პირველი იყო, შექმნილიყო “წითელი კორიდორები”. რას ნიშნავს ეს. ჩვენ, როგორც სავაჭრო-ტრაბზიტული ქვეყანა ვერ ჩავიკეტებით და საზღვარზე ამ ტესტების გაკეთება რესურსების წყალში გადაყრაა. მე შევთავაზე, რომ გაეკეთებინათ კორიდორი სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-რუსეთის მიმართულებით. ეს წითელი ზონები იქნბეოდა, მაგალითად, 50 კილომეტრში ერთი. ტრაილერის მძღოლებს არ ექნებოდათ მანქანიდან გადმოსვლის უფლება და მათ არ ექნებოდათ ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. სამწუხაროდ, ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გაუშვეს. ჩვვნ ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებდით,”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე, ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ცალკეულ რეგიონებში და მაღალმთიან სოფლებში, სადაც მხოლოდ ერთი გზა შედის, უნდა ჩაატარონ სწრაფი ტესტები.