“დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს და დაიწყებს პირველ რიგში, რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. “
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ 4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.