აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 208 211-მდე გაიზარდა.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 2 340-ს მიაღწია.
აზერბაიჯანში ვირუსისგან, საერთო ჯამში, 151 660 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 54 211-ია.