პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე თვის წინ შედგა შეთანხმება კონკრეტულ ბანკთან, რომელიც პენსიას გასცემს და დღეს ბანკს აქვს ვალდებულება, პენსიონერები გადაანაწილოს 10 დღის განმავლობაში. აღნიშნულით გახარიამ საპენსიო მომსახურებასთან დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ამგვარი გზით ყველა პენსიონერს ერთ დღეს არ უწევდეს პენსიის მიღება, რაც ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
„ბანკი პენსიონერებს გაანაწილებს არა გადავადებით, არამედ პენსიის უფრო ადრე გაცემის თვალსაზრისით. ეს აუცილებელი გახდა პირველ რიგში ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით, რადგან ერთ ადგილზე მაღალი რისკის შემცველი ადამიანები – ხანდაზმულები იყრიდნენ თავს და ეს იმდენად მოსახერხებელი გახდა მათთვისაც, რომ ვემუშავეთ ბანკს, რომ ეს წესი ასე დარჩენილიყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.