გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვიდრე მოქალაქეების 70 პროცენტის ვაქცინაცია არ მოხდება, ეპიდემიის გავრცელების დიდი საფრთე კვლავ იარსებებს. ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ფხაკაძე ამბობს, ვინაიდან ვაქცინაციია გაზაფხულიდან დაიწყება, სასწავლო პროცესი მომავალ წელსაც დინტანციურად უნდა გაგრძელდეს.
„რა შეიძლება გავაკეთოთ? პირველი: სკოლებმა მოდი დაგეგმეთ ისე, რომ ეს წელი იქნება ონლაინ წელი, მომავალი წელიც იქნება ონლაინ წელი, რადგან სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ. მეორე: მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ეს იქნება მასწავლებლების უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ე.წ. ვირტუალური სამასწავლებლოები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ბავშვების შემთხვევაში კი არა კომპიუტერული თამაშები, არამედ ისეთი ურთიერთობა კლასელებთან, რაც დააინტერესებთ და არა მარტო გაკვეთილზე მოახერხებენ ურთიერთობას, და მესამე – ჩვენ ამ ეპიდემიის დროსაც კი შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა უშუალოდ პედაგოგებთან და ბავშვებთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ტექნიკური შეხვედრები, არა შენობაში, მაგალითად გაისეირნონ გარეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ 4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.