ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ავთო ენუქიძეს ნაკლებად ვიცნობ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვფიქრობ, “პატრიოტთა ალიანსი” გადაწყვეტილების ბოლომდე ერთგული დარჩება” – ბობოხიძე

“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, აკაკი ბობოხიძე, “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტში რომელიმე ცალკეული პიროვნების შესვლა რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის.

ბობოხიძის თქმით, ის ფიქრობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი გადაწყვეტილების ბოლომდე ერთგული დარჩება.

“ოპოზიციურ ერთობაში „პატრიოტთა ალიანსი“ არც მოიაზრებოდა, თუმცა მოხარული ვიყავით, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა. იმედი მაქვს, რომ ისინი თავიანთ სიტყვას ბოლომდე შეასრულებენ.

რაც შეეხება, ავთო ენუქიძე დარჩება თუ არა, ნაკლებად ვიცნობ მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას. ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი გადაწყვეტილების ბოლომდე ერთგული დარჩება.

რომელიმე ცალკეული პიროვნების შესვლა რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის. „პატრიოტთა ალიანსი“ თუ შეცვლის გადაწყვეტილებას და როგორც პარტიის წევრი ისე დარჩება ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში, ყველა პარტიას საკუთარ ამომრჩეველთან პასუხისგება მოუწევს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

იტვირთბა....