“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ხუთი წლის წინ თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას იხსენებს.
კილაძე წერს, რომ როგორც ხუთი წლის წინ გამოიღო შედეგი მისმა ბრძოლად, ახლაც იბრძოლებს ბოლომდე სამშობლოს გადარჩენისთვის.
“მეტრონომი” კილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ხუთი წლის წინ ამ დროს დავწერე -დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება-მეთქი და ქოცმადიდებლებმა გადამცეს ანათემას-რამდენს ბედავ ამ ვიდითო(მსუქანი ვიყავი),
საღამოს გადადგა და ჩემთვის წელიწადნახევრიანი ბრძოლა კახური კლანის წინააღმდეგ გამარჯვებით დასრულდა!
სულ სამი დღე მომიწია დასვენება და მერე იყო პირადი ფირების დაგეგმილი სკანდალი, რომელიც ყველა ლოგიკით ჩემი დაჭერით და”ქრონიკა+”-ის დახურვით უნდა დასრულებულიყო.
მერე კარტელის ორი ფურუნკული ბალასტი და ანტრიკოტაც მოვაშორეთ ამ ქვეყანას!
წინ ახალი გამოწვევებია: ამ ვიდზე კიდევ მეტს გავბედავ-მე და შენ, ჩვენ და თქვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს! ეს ჩვენი ბრძოლაა…სამშობლოსათვისმ ერთადერთი, რასაც გპირდებით -არ დავიღლები!”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.