თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ურთიერშელაპარაკება გახდა.
ირკვევა, რომ მამაკაცი ცოლის ძმამმოკლა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამაზე კომენტარს არ აკეტებენ.
არსებული ინფორმაციით, რუსთავში მცხოვრებმა, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა 38 წლის სიძე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სიძე-ცოლისძმას უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ. ირკვევა, რომ მამაკაცს საკუთარი დის ოჯახიდან წაყვანა უნდოდა.
ცნობისთვის, თელავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.