ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო, ეს ვერ იქნება არგუმენტი”- კალაძე

აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟს კახა კალაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ადგილობრივების პროტესტი უკანონოა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ბევრ ადამიანს აქვს საცხოვრებელი სახლი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.

“ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, აქვს საცხოვრებელი სახლები, არაერთი. სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის, დედაქალაქშიც და არა ერთი.

ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო. ეს არაფერში არ ჯდება, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და 4 კი არა, 100 ბინა აყიდინოს. არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ საქსაფონზე და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, არ ვიცი, არაფერში ჯდება”. – ამბობს კალაძე.

თბილისის მერიის ინსპექციამ დღეს დილიდან აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე  თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლების დემონტაჟის პროცესი განაახლეს.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმა 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობები მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.

იტვირთბა....