“მე აღარ ვარ ელჩი საქართველოში, ამიტომ, ფრთხილი უნდა ვიყო, მაგრამ მინდა, გავიხსენო ჩემო გამოცდილება იქ ყოფნისას. ჩემი ელჩობის წლებში ერთერთი მთავარი საკითხი, რაც ვაშინგტონისთვის შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა იყო. სასამართლოები საქართველოში არ იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებლები. ძალიან დიდი დოზით ხდებოდა ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უცხოურ ინვესტიციებს ეხებოდა.”
იან კელი – საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ გადაცემა Пограничная ZONA-ში ისაუბრა.