სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 645 კოვიდდადასტურებული პაციენტი გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონში არსებულ ექვს კოვიდკლინიკაში 299 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 126 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 85, მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.
სენაკის კლინიკა სენამედში იმყოფება 39 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა სვიდი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედში 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 56 ადამიანი.
ბოლო 24 საათში რეგიონში გარდაიცვალა სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი.