ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 78 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 78 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამ დროისთვის მსოფლიოში 21 512 562 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

იტვირთბა....