ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს წვრილ და საშუალო ბიზნესს”- არჩილ გამზარდია

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით,  “ქართული ოცნება” ანადგურებს წვრილ და საშუალო ბიზნესს, ასევე მსხვილი ბიზნესის ნაწილს. ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანალიტიკოსი წერს, დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებები არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ის, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ხდებოდა.

როდესაც წინა ხელისუფლების დროინდელ, ღამის სამ საათზე გადაფორმებულ ბიზნესებს ვიხსენებთ, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს წვრილ და საშუალო ბიზნესს, ასევე მსხვილი ბიზნესის ნაწილს, რომ სწორედ “ქართული ოცნების” მოხელეებმა ჩაიგდონ გაკოტრებული ბიზნესი ხელში.

და ეს არანაკლები უარესი ძარცვა-ყაჩაღობაა, ვიდრე ის, რასაც ასე მძიმედ იხსენებს ბევრი,”- წერს არჩილ გამზარდია.

იტვირთბა....