ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში დღესაც საპროტესტო აქციის ფონზე მოუსმენენ

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა განახლდება.

“ქართული ოცნებისა“ დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები დახვდნენ და რომლებიც ერთპარტიულ პარლამენტს აპროტესტებენ.

პარლამენტის ეზოსთან მიმდინარე აქციას სამოქალაქო სექტორის აქტივისტები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც რამდენიმე დღე კარავი აქვთ გაშლილი.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეძახილებით, „მონა, მონა“ მიმართავენ.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას არ დაუშვებენ.

აქციაზე მონაწილეებმა კომუნისტური პარტიისადმი მიძღვნილი ჰიმნიც ჩართეს.

იტვირთბა....