ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ჭაჭაზე  და ქართულ ღვინოზე ფასი არ მოიმატებს

“ფასის გაზრდა არ ეხება, ჭაჭას, კონიაკს და ღვინოს”.- განაცხდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც უმრავლესობის წევრმა განმარტა, აქციზზე ფასი იზრდება მხოლოდ ვისკიზე, ჯინიზე და ხორბლის არაყზე.

“აქციზი იზრდება მხოლოდ ვისკიზე, ჯინზე, რომზე, ხორბლის არაყზე და ა.შ. მაგრამ ფასის გაზრდა არ ეხება, ღვინოს, კონიაკს და არ ეხება ჭაჭას. ფასების ზრდამ შეიძლება შეამციროს იმპორტულ საქონელზე მოთხოვნა. სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, გაზრდის მოთხოვნას ჩვენი წარმოების ღვინოზე და არაყზე.” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდაა დაგეგმილი.

 

იტვირთბა....