“მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამით ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმნით დაცვის ფარს, რაც დაასრულებს პანდემიას. ახლა ჩვენ ამ ბნელი პერიოდიდან გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა შეგვიძლია.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი
ცნობისთვის, ფაუჩიმ, სამედიცინო სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. მედიიის ინფორმაციით, მათ ვაქცინაციისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა შეარჩიეს.