“ვის აყოლიხართ, ვის დაკრულზე ბუქნაობთ?! ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რითიც ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც “ნაციონალური მორაობის” გვერდთ დგას.
ჟურნალისტი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ “ნაციონალუირ მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროდ დაბრუნდება.
“მეტრონომი” მძინარაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ნაცოპოზიცია რომ ამბობს, – გაზაფხულზე აქციებს დავიწყებთო, – რისი იმედი აქვს, “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუშის” თუ იონჯა ამოვა?!
რა კრეტინები ხართ, რომ იცოდეთ, შინ შეიკეტებოდით და გარეთ ცხვირს არ გამოყოფდით! რა გაზაფხული?! თქვენ ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?!
გაზაფხულზე იმაზე ნაკლები მხარდამჭერი გეყოლებათ, ვიდრე აქამდე გამოგყავდათ! დაიმახსოვრეთ:
ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასოდეს! რაც უნდა მოხდეს, თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია! თქვე მანიაკებო!
სექტას აყოლილ ოპოზიციას კი მხოლოდ მოკლედ ვკითხავდი: თავში ტვინი გაქვთ?!
მაგრამ გული არ მითმენს, რომ მათაც არ შევუძახო: ვის აყოლიხართ, ვის დაკრულზე ბუქნაობთ?!
ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ! თქვენც ჩაგიყოლებთ ეგ მანიაკი! თუ უკვე არ ჩაგიყოლათ! ნეტა, შორიდან თქვენი თავი დაგანახათ, რას დაემსგავსეთ! ან, იქნებ, არც არაფერს დაემსგავსეთ და ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა?!
დაიმახსოვრეთ: საქართველოს არ სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარ და ვიწრო-პარტიულ ინტერესებს რომ დააყენებენ!”- წერს ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.