ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ძირითადი ნაწილი არ შემსუბქდება.
როგორც გამზარდია წერს, ხელისუფლება გაჭირვებული ხალხის გენოციდს ახდენს.
“მავნებელო ხელისუფლებავ, არც ტრანსპორტს რომ არ ხსნით და არც ბაზრობებს, მხოლოდ ღარიბ ხალხს ურტყამთ ხომ თქვე ფაშისტებო?
და როდესაც ვამბობ, რომ გენოციდს ცდილობს ხელისუფლება-მეთქი, არ მეთანხმებით…
მიზანმიმართულად ღარიბების კიდევ უფრო განადგურება გენოციდი არ არის?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – “ქართული ოცნება” მოსახლეობის გენოციდის რეჟიმშია და უნდა მიიღოს ის პასუხი, რასაც ტირანი ხელისუფლება იმსახურებს,”- წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ მოხდება. ხოლო პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს, იხილეთ მთავრობის განცხადება.