ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავზე რომ დაგვახია ყველა უფლება და ოპოზიცია რომ იძახით, მებრძოლები ვართო, დადექით და მოიფიქრეთ რამე”- გამზრდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის იხედვითაც 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ძირითადი ნაწილი არ შემსუბქდება.

გამზარდია ოპოზიციას აკრიტიკებს, რატომ არ გამოხატავენ პროტესტს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.

“ეს ოპოზიციური პარტიები კიდევ რას გვიკეთებთ ამ ქვეყანაში? პროტესტსაც აღარ გამოთქვამთ, თავზე რომ დაგვახია ყველა უფლება და სიცოცხლისუნარიანობა რომ წაგვართვა ხელისუფლებამ.

სიღარიბის ნიშნით ხელისუფლება გენოციდს რომ ეწევა და თქვენ დგახართ და კეკლუცობთ კიდევ ამომრჩეველთან. ეს ხალხია თქვენი ამომრჩეველი, არც გადაადგილების უფლება რომ არ აქვს უმრავლესობას, არც გაყიდვის, არც ყიდვის, არც სამართლის, არც არსებობის.

ხალხი ხომ დაგვამონეს და ოპოზიცია რომ იძახით, მებრძოლები ვართო, დადექით და მოიფიქრეთ რამე, ყველაფერი ჩამოგვამხო ხელისუფლებამ, რისი ჩამომხობაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა,”- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ მოხდება. ხოლო პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს, იხილეთ მთავრობის განცხადება. 

იტვირთბა....