ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამ პაციენტს დევნის ბოდვის მძიმე ფორმა აქვს, საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებსო” – კრემლის პრესსპიკერი ნავალნიზე

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ რუს ოპოზიციონერs ალექსეი ნავალნის ჯანმრტელობის კარგი მდგომარეობა არ აქვს და „დევნის ბოდვა და სიდიადის სიმპტომები“ აქვს. დიმიტრი პესკოვი აღნიშნულით იმ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელშიც ნავალნი ირწმუნება, რომ რუსეთის სადაზვერვო უწყებებმა მოწამლეს.

როგორც პესკოვი აცხადებს, ზოგი ამბობს, რომ ნავალნი  საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებს.

„თავს ნებას მივცემ, ჩემი პირადი აზრი გამოვხატო, რასაც, როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტს დევნის ბოდვის მძიმე ფორმა აქვს და სიდიადის ბოდვის სიმპტომებიც აშკარაა. ზოგი ამბობს, რომ ის საკუთარ თავს იესოსაც კი ადარებს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ხალხმა საკუთარი მოსაზრებები უნდა დააფუძნოს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაზე.

“თქვენ იცით, რომ უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კომენტარი გააკეთა ამაზე საკმაოდ ლაკონურად და მკაფიოდ. ასე რომ, რამის დამატებას აზრი არ აქვს”, – აღნიშნა პესკოვმა.

 

იტვირთბა....