„ჩვენ არ ვართ ამ მსჯელობის ნაწილი. არ ვიცი, შეიძლება სხვა პარტიები მსჯელობენ, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩვენ ამ მსჯელობაში არ ვმონაწილეობთ. პარალელური სტრუქტურების შექმნის ცუდი გამოცდილება მაქვს წარსულიდან. ამიტომ არ ვიცი, რაზე საუბრობს ბატონი გუგავა. ამ წუთას ჩვენ ამ მსჯელობაში მონაწილეობას არ ვიღებთ“.
ბადრი ჯაფარიძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, სახალხო პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით.