საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კათოლიკურ შობას, მრევლისთვის ერთჯერადი საშვი გაიცემა.
ამასთანავე, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მიმართა კონფესიებს, მრევლის სია საჭირო უწყებებს მიაწოდონ.
„რაც შეეხება კათოლიკურ შობას, ამაზეც არა ერთხელ გაკეთდა კომენტარი, რომ ჩვენ კათოლიკური შობის ფარგლებში 144-ზე დარეკვის საშუალებით და პირველ რიგში, ჩვენ ვთხოვთ კონფესიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ მათ თავის რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც, აქ არაფერი უჩვეულო არ არის. თქვენ გახსოვთ ჩვენ მაშინ გვქონდა აღდგომა, რომელიც ასევე არ ემთხვევა აღდგომის თარიღი როგორც კათოლიკურ რელიგიაში, ასევე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით. შესაბამისად, იგივე პრაქტიკა იქნება გამოყენებული ამჯერადაც. არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ არც მაშინ ჩვენს თანამოქალაქეებს“. – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 22 დეკემბერს, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებზე გადაწყვეტილება მიიღო