ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “მეც არ ვიცი და თქვენ რა იცით?!”- გამყრელიძე ჟურნალისტს შეეკამათა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ჟურნალისტს შეეკამათა.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მან არ იცის, საქართველოში რომელი ვაქცინა შემოდის და საიდან ფლობს ამ ინფორმაციას მედიის წარმომადგენელი.

“თქვენ რა იცით, რომელი ვაქცინა შემოდის საქართველოში. მე არ ვიცი და თქვენ რა იცით. არა თვქენ რა იცით და აპრიორად რატომ ამბობთ, რომ ღატაკი ქვეყნებისთვის განსაზრვრული ვაქცინა შემოდის საქართველოსთვის,”- უპასუხა გამყრელიძემ ჟურნალისტს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, საქართველო გაერთიანებულია კოვაქსის პლატფორმაზე, რომელსაც ექნება 5-7 სახეობის ვაქცინა, რომელიც მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.

იტვირთბა....