ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში იმ ექიმებს აკრიტიკებს, რომლებიც მთავრობას მოუწოდებენ, არ შეამსუბუქოს დაწესებული შეზღუდვები.
როგორც გამზარდია წერს, ეს ექიმები მათ კომპეტენციას სცდებიან და ურჩევს, თავიანთ დარგს მიხედონ.
“ამ ექიმებს ნამეტანი მოსდით, როდესაც სოციალურ და ეკონომიკურ ღონისძიებებზე ლაპარაკობენ.
თქვენი კომპეტენციების სფეროსთვის ვერ მოგივლიათ ხეირიანად და ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იჭრებით?
არაა ექიმის საქმე, მტკიცებით ილაპარაკოს სოციალურ და ეკონომიკურ ღონისძიებებზე, რაც არ გესმით, იმაზე კომენტირებას თავი დაანებეთ.
თან ყველაზე მეტად, არაფერი გახსნათო, თავს იკლავენ ის ექიმები, სრულ კომფორტში რომ ცხოვრობენ და სულ არ აღელვებთ, ვის რა უჭირს და რა იძულება აქვს.
მიხედეთ თქვენს დარგს და რაც არ გესმით, იმას თავი დაანებეთ, პატივცემულებო,”- არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, სხვადასხვა დარგის ექიმები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, რომ არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდნარე, წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვები არ მოხსნას.
ერთ-ერთი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვია, რომელიც შეზღუდვების შემსუბუქებას კატეგორიულად არ მიესალმება.