ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ობიექტური კრიტიკაზე, რომელიც მოსახლეობისგან მოდის, სოლიდარული ვარ”- ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანებასთან დაკავშირებით არსებული კრიტიკა მისაღებია, თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია, ანგარიში გაეწიოს ექიმების თავდაუზოგავ შრომას.  ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ობიექტური კრიტიკაზე ის სოლიდარულია, მაგრამ მიუღებელია, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან,.

“სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი,”- განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია მილიონ 200 ათას მოქალაქეს.

იტვირთბა....