ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“6 წლის შვილს გადაეფარა”- ვინ არის ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული 29 წლის ქალი

ქობულეთთან, სოფელ გვარასთან ავარიის დროს გარდაცვლილი 29 წლის ორსული ქალი ქობულეთის მკვიდრი, თიკო-ზეინაბ შაინიძეა.

ქალი ავარის დროს მძიმედ დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. თუმცა, ექიმებმა ქალისა და ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლებიდან ირკვევა, ოჯახი ქობულეთიდან თბილისში დაკრძალვაზე მიდიოდა.

“ქობულეთიდან თბილისში მიდიოდნენ. საჭესთან ზეინაბის მეუღლე იჯდა. ასევე ავტომობილში იყო მისი მამა და 6 წლის ბავშვი. თვითონ თითქმის ცხრა თვის ორსული იყო, შვილს გადაეფარა და მძიმედ დაშავდა. ბავშვი ამჟამად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება გამოკვლევებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნმობილია, საპირისპიროდ გადაჭარბებულიმ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა”, – განუცხადა “პრიმტაიმს” გარდაცვლილის ნათესავმა.

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. ავარიის დროს ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორსული ქალი კლინიკაში დაიღუპა.

იტვირთბა....