ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაშურში სახლი გაძარცვეს, ქალი კი დაჭრეს

ხაშურში, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, დიასახლისი კი ცივი იარაღით დაჭრეს. მომხრაი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, მძარცველები ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც ქალმა ხმაური გაიგო. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....