ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 42-ით გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 2 182 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 740 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....