აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, რის შემდეგაც მოსახლეობას უთხრა, რომ საშიში არაფერია.
მან განცხადებაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციაც ახსენა:
„ტრამპის ადმინისტრაცია იმსახურებს გარკვეულ დაფასებას ვაქცინის განაწილების პროგრამის შედგენისთვის“ , – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მან ვაქცინა სახლთან ახლოს, დელავერში მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა.