ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 დეკემბრიდან – განცხადება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, არასასურსათო სავაჭრო ობიექტებთან ერთად აკრძალულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა. მთავრობის დადგენილებით, ტრანსპორტით გადაადგილება 24 დეკემბრიდან უნდა აღდგეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. “მსჯელობა ყველა საკითხს ეხება”, – ამბობენ მთავრობაში.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტი მზადაა 24 დეკემბრიდან განაახლოს მუშაობა, თუმცა თუკი უწყებათშორისი საბჭო გადაწყვეტს, რომ ტრანსპორტის გადაადგილება არ აღდგეს, ასეც იქნება. რაც შეეხება „თბილისის მიკროავტობუსს“, კომპანიაში ამბობენ, რომ სამარშრუტო ტაქსებიც 24 დეკემბრიდან სამუშაოდ გასასვლელად მზად არიან, მაგრამ ისინიც მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან.

იტვირთბა....