“მუშაობს ჩვენი პროკურატურა – თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ჩემს სტატუსსა და კომენტარზე ხვალ, 2 საათზე დამიბარეს მთავარ პროკურატურაში” – წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
“დეტალებს მათ მოვახსენებ. მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის.ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების გაორმაგებულ მოსმენაზე რომაა გადასული სჯობს რეალური საფრთხეების კონტროლით და პრევენციით დაკავდეს. შემთხვევითი ხალხია ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურების მენეჯმენტში, მარტო პრემიების საკუთარი თავისთვის გამოწერა, ოპოზიციონერების თვალთვალი და ღლაბუცი რომ ეხერხებათ ისეთები. იმაზე გაცილებით მეტი ვიცი რასაც ვწერ, მაგრამ არ დავწერ მეტს – არ მინდა ვავნო საკუთარ სახელმწიფოს, მაგრამ იმას კი გეტყვით რომ ჩემი მუდმივი თვალთვალის ნაცვლად ვისაც საჭიროა იმას მიაქციეთ ყურადღება, თორემ რამე რომ მოხდეს ვიცი თქვენ წითელ ხიდზე ურიგოდ გასვლაში 10 ათასებს გადაიხდით და ისევ ჩვენ, დანარჩენები უნდა დავრჩეთ ამათთან პირისპირ. ასე რომ რეალური საქმით დაკავდით ბიძიკო მანდ, სუს-ში და ჩემზე პირადად თუ რამე გაინტერესებთ მოვალ და მოგიყვებით, ტყუილად ნუ ხარჯავთ დროს, ენერგიას და რესურსებს. არაფერი არ მაქვს მე დასამალი და არც ნატამალ ცუდს არ ვუმზადებ საკუთარ ქვეყანას. ვისაც ეხება ეს მიხვდება რასაც ვამბობ” – აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი ფეისბუქის კედელზე თვალთვალისა და მოსმენების შესახებ დაწერა: “ჩემი მუდმივი თვალთვალის ნაცვლად ვისაც საჭიროა იმას მიაქციეთ ყურადღება, თორემ რამე რომ მოხდეს ვიცი თქვენ წითელ ხიდზე ურიგოდ გასვლაში 10 ათასებს გადაიხდით და ისევ ჩვენ, დანარჩენები უნდა დავრჩეთ ამათთან პირისპირ. ასე რომ რეალური საქმით დაკავდით ბიძიკო მანდ, სუს-ში და ჩემზე პირადად თუ რამე გაინტერესებთ მოვალ და მოგიყვებით, ტყუილად ნუ ხარჯავთ დროს, ენერგიას და რესურსებს. არაფერი არ მაქვს მე დასამალი და არც ნატამალ ცუდს არ ვუმზადებ საკუთარ ქვეყანას. ვისაც ეხება ეს მიხვდება რასაც ვამბობ”